სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლაითურის სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე თაობისა“ და ბუნებისმოყვარულთა კლუბ „ნაკვალევის” წევრებმა ჭარბტენიანი ტყეების დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
21-02-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე თაობის“ და ბუნებისმოყვარულთა კლუბ „ნაკვალევის” წევრებმა მე-8 კლასში ჩაატარეს პრეზენტაცია ჭარბტენიანი ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რადგან ჭარბტენიანი ტყეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემის ბალანსში, კლიმატის რეგულირებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

კლუბის წევრებმა ისაუბრეს ჭარბტენიანი ტყეების წარმოშობაზე, მათ მნიშვნელობასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც მათ განადგურებას იწვევს. ყურადღება გამახვილდა ადამიანის საქმიანობის ზეგავლენასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ხელი შეუწყოს ამ ეკოსისტემების დაცვას.

პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული სლაიდები და დოკუმენტური ვიდეომასალა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ ჭარბტენიანი ტყეების მნიშვნელობა. დისკუსიის ფორმატში მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მათი ყოველდღიური ქმედებებით ბუნების დაცვაში შეიტანონ წვლილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეკოკლუბი „მწვანე თაობა“ და ბუნებისმოყვარულთა კლუბი „ნაკვალევი“ არა მხოლოდ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს, არამედ მოსწავლეებს უყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას გარემოს მიმართ.

„სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებას, რათა ახალგაზრდებს ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საკითხებზე კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეთ. მადლობა კლუბების წევრებს და პედაგოგებს (ხათუნა კილაძე, დალი კილაძე,ნატო კილაძე) ინიციატივისა და მუშაობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება