სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქისტაურის საჯარო სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა 
20-02-2025
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

30 იანვარს, ქისტაურის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან თემაზე - „გენდერი და გენდერული თანასწორობა“ დისკუსია გაიმართა. 

„პირველ რიგში გვაინტერესებდა თუ რამდენად იყვნენ ბავშვები ამ საკითხში გათვითცნობიერებული, ამიტომაც „კითხვა-პასუხის“ მეთოდი გამოვიყენეთ“, - გვიყვებიან სკოლაში ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას:

კითხვები შემდეგში მდგომარეობდა:

1) რა არის „გენდერი“?

2) რას ნიშნავს „გენდერული“ თანასწორობა?

3) რატომ არის „გენდერული“ თანასწორობა მნიშვნელოვანი?

4) რამდენად ხშირად ხართ „გენდერული“ უთანასწორობის მოწმე?

5) ყველაზე ხშირად რა სახის უთანასწორობის შემსწრე ხართ? თუ თავად არ შესწრებიხართ, გსმენიათ?

6) როგორ გესმით „გენდერული“ თანასწორობა სამუშაო ადგილზე?

7) რატომ არის მნიშვნელოვანი „გენდერული“ თანასწორობა სამუშაო ადგილზე?

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვების უმეტესობას მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ გენდერის და სქესის გაიგივების შესახებ.

შემდგომში, ღონისძიების ხელმძღვანელებმა ბავშვებს აუხსნეს და განუმარტეს ეს საკითხები. ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემების განხილვა.

მოსწავლეებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები და იმსჯელეს ადამიანის სოციუმში დამკვიდრების სხვადასხვა სირთულეებზე და იმ გავრცელებულ ფრაზებზე, როგორიც არის: „ეს რა ქალის საქმეა“,  „კაცს რა უნდა სამზარეულოში“, „ბავშვის გაბანება რა კაცის საქმეა“ და ა.შ.

ბოლოს დისკუსია შეაჯამეს მომხსენებლებმა - მარიამ მოსიაშვილმა და ნიკოლოზ დუდაურმა - აღნიშნეს თუ რა იცოდნენ და რა გაიგეს ახალი.

ბიოლოგიის პედაგოგმა მარინა ღადალაშვილმა, რომლის დახმარებით მრავალ კითხვას გაეცა პასუხი, მადლობა გადაუხადა პრეზენტატორებს ასეთი საინტერესო და საჭირო საკითხების განხილვისა და ამ საკითხებში „გენდერული“ თანასწორობის კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება