| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
გლობალურ ინიციატივას სკოლაში კონფერენცია მიეძღვნა, რომელშიც ასევე ჩართულნი იყვნენ თბილისის საჯარო სკოლები.
სასკოლო კონფერენციას ხელმძღვანელობდა სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე.
„ინტერნეტუსაფრთხოება ყველას გვეხება – ერთად ვაქციოთ ციფრული სივრცე უკეთეს ადგილად!“,- აღნიშნული სლოგანის გარშემო გართიანდნენ კონფერენციის მონაწილეები და აღნიშნეს უსაფრთხო ინტერნეტის მნიშვნებლობა და აუცილებლობა, რომ ინტერნეტი იყოს უსაფრთხო და დაცული სივრცე ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ვარდისუბნის საჯარო სკოლის „მედიაწიგნიერებისა და ტექნოლოგიის კლუბის“ წევრები. მათთან ერთად კი კონფერენციაში ჩაერთნენ ქალაქ თბილისის N70 და N72 საჯარო სკოლებიც პედაგოგ ნარგიზი კახაძის ხელმძღვანელობით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ინიციატივის მთავარი მიზანია – ციფრული სამყაროს უფრო უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, რაც ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოებისა და განათლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა თემისადმი ინტერესი და მათ აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა ონლაინ მონაწილე მოსწავლეებს: მართა დათუაძეს, გაბრიელ ტატალაშვილს, ლუკა გოდაძეს, მათ უსაყვარლეს პედაგოგს - ქალბატონ ნარგიზი კახაძეს, რომლებიც მიუხედავად მანძილისა, ჩვენ გვერდით დგანან და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში აქტიურად მონაწილეობენ. თქვენმა ჩართულობამ კონფერენცია კიდევ უფრო საინტერესო და პროდუქტიული გახადა! მადლობა, ვარდისუბნის მედიაწიგნიერებისა და ტექნოლოგიების კლუბის - „ინოვატორების“ აქტიურ წევრებს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ თამარს, სასწავლო ნაწილს ქალბატონ ირმა ყეინაშვილს დამრიგებლებსა და მშობლებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან, ხელს გვიწყობენ და მხარს გვიჭერენ სიკეთის, განათლებისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ინტერნეტუსაფრთხოება ყველას გვეხება – ერთად ვაქციოთ ციფრული სივრცე უკეთეს ადგილად!
იხილეთ ფოტოები:
ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება
რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია
„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს
„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“