| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, სწვლებისას თანამედროვე მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევად აქცევს.
„ქართული ენისა და ლიტერატურის თანამედროვე გაკვეთილები მოსწავლეთა მეტ ჩართულობას, აქტიურობასა და ინიციატივებს გულისხმობს. თითოეული გაკვეთილი ბავშვების ცოდნა- გამოცდილების გამდიდრებასა და შემოქმედებითად განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ამავე დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს “ სწავლას კეთებით”, რომელიც ხელს უწყობს, ცოდნის ტრანსფერის უნარს“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა ელზა ზიბზიბაძემ, ერთ- ერთი რიგითი გაკვეთილი, საოცარ სანახაობად აქციეს.
ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა - „თოჯინა“ ბავშვებისთვის ნამდვილი „შემოქმედებითი აფეთქების“ წყარო გახდა. სხვადასხვა მასალითა და ტექნოლოგიით ბავშვებმა საოცარი თოჯინები შექმნეს და წარუდგინეს ერთმანეთს.
პრეზენტაციის დროს ზედმიწევნით აღწერდნენ მუშაობის პროცესს. პატარებმა აღნიშნეს ამ საქმეში დედიკო-ბებიკოების შრომითი წილი და მხარდაჭერაც. გამოფენამ დიდი მოწონება გამოიწვია, მას უამრავი მნახველი ჰყავდა.
თოჯინების საკლასო გამოფენა კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში დაამშვენებს კლასის საგამოფენო კედელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ