სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აღაიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ
14-02-2025
-
+


ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მიეძღვნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას მე-4 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარიამ გელხაური-ილურიძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ. 

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში, შერჩეული ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს, ერთმანეთს კითხვის სიხარული გაუზიარეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება