სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში
14-02-2025
-
+


ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის წიგნის შეყვარება, ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოება და წიგნიერების დონის ამაღლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში.

წიგნიერების დღესასწაული  სკოლაში დირექტორის - ნინო შეყილაძის ინიციატივით, განსაკუთრებულად აღინიშნა. უფროსკლასელებმა საყვარელი წიგნებიდან საინტერესო მონაკვეთები ხმამაღლა წაიკითხეს და პატარებსა და თანატოლებს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა წიგნები გაცვალეს, საყვარელი ნაწარმოებების პრეზენტაციაც მოაწყვეს, ერთმანეთის ესა თუ ის წიგნი ურჩიეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს. 

ეს ყველაფერი კი დიდი მოტივაცია იყო ყველა კლასის მოსწავლისათვის

„უამრავი სტრიქონი, ფრაზა, აზრი და ნაწყვეტი  გაჟღერდა ჩვენი სკოლის  კედლებში: მაღალი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებით შეძლეს საყვარელი წიგნისა თუ პერსონაჟის მიმართ  პატარა მსმენელების ყურადღება მიეპყროთ.

ბევრი წავიკითხეთ, ვიმოგზაურეთ, ზოგან ზღაპრული სამყაროს გმირების თანამებრძოლებად და იდეალების გამზიარებლებად ვიგრძენით თავი ...უხსოვარ დროსა და  უთვალავ ფერთა სამყაროში მოგზაურობას ბოლო არ უჩანდა... ბევრმა წუთმა გაიფრინა წაკითხულის შთაბეჭდილებების გაზიარებაში, საყვარელი წიგნის უპირატესობის მტკიცებაში, და ასე გავხდით „ოდნავ უკეთესი და  უფრო ჭკვიანი, ვიდრე ვიყავით“  კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა წიგნის ძალამ თავის ჯადოქრობასა და უძლეველობაში. მადლობა ყველას, ვინც  წიგნიდან მიღებული სიმდიდრე სხვებს დაუნანებლად უწილადა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება