სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
14-02-2025
-
+


წიგნის საჯაროდ კითხვის დღე არის მსოფლიოში აღიარებული ღონისძიება, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ერთად აღნიშნონ ხმამაღლა კითხვის სიხარული და ხელი შეუწყონ წიგნიერების პოპულარიზაციას.

ამ დღის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, თავის დამრიგებლის - რიტა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიური მონაწილეობა მიიღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში.

მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი საინტერესო აქტივობა: წაიკითხეს საბავშვო მოთხრობები, ესტუმრნენ ბიბლიოთეკას, ერთად წაიკითხეს მოთხრობა - „თოჯინა“ და შექმნეს ხელნაკეთი თოჯინები, შეარჩიეს სხვადასხვა მოთხრობა და შექმნეს საკუთარი წიგნები, თითოეულმა მოსწავლემ დაალაგა ტექსტი შინაარსის მიხედვით და შექმნა ინდივიდუალური ნამუშევარი.

ღონისძიების კულმინაცია იყო წიგნების პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს საკუთარი ნამუშევრები და აქტიურად ჩაერთნენ საჯარო განხილვაში.

ღონისძიებას მშობლები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები - განგა ჭუჭუხაშვილი და  მარიამ ტაბაძე და სკოლის დირექტორი - ეკატერინე ჩიტაური ესწრებოდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მშობელი თავადვე შეუერთდა საჯარო კითხვას, რათა ბავშვებისთვის მაგალითი მიეცა და კიდევ უფრო გაეზიარებინა კითხვის მნიშვნელობა.

მოსწავლეებმა განივითარეს კითხვისა და ანალიზის უნარი. მათ შეძლეს შემოქმედებითი ნამუშევრების შექმნა. გააცნობიერეს წიგნიერების მნიშვნელობა და სიამოვნება, რომელსაც კითხვის პროცესი მოაქვს.

ღონისძიების დასასრულს პირველი კლასის მასწავლებლებმა, მშობლებმა და სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადეს, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისა და შთამბეჭდავი შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება