| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო ღონისძიებებითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
8 თებერვალი დიდებული ქართველი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ პედაგოგები - ზაალ პატურაშვილი, ვალერი ჩიტაური და მიწვეულმა სტუმარი ისტორიკოსი მიხეილ მგელიაშვილი. მათ ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ღვაწლზე, მის მიერ ჩატარებულ რეფორმებზე, რამაც საქართველო უძლიერეს ქვეყნად აქცია. გაიმართა დისკუსია თემის ირგვლივ, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებლები. პარალელურად მოსწავლეები დავით მეფის პორტრეტს ხატავდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეებმა წაიკითხეს დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ლექსები. ბოლოს აგუგუნდა სიმღერები საქართველოზე.
შთამბეჭდავ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ანა კალანდაძის უკვდავი ლექსი:
„ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე დავით...“
აღსანიშავია, რომ 8 თებერვალს მეფეთ მეფის გრდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ