| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწაავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია საკითხია, ამიტომ წიგნის საჯაროს კითხვის დღე არაერთი აქტივობით აღინიშნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას ხალისით შეურთდნენ მე-8 კლასელები და პირველკლასელებს ესტუმრნენ. უფროსმა მეგობრებმა პატარებს წაუკითხეს საინტერესო მოთხრობები, ისაუბრეს ზღაპრის გმირებზე.
საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, შიდასაკლასო ატივობები გააგრძელეს მე-3 კლასელებმა, მათ კლასის საათზე წაიკითხეს მოთხრობა - „მაკნატუნა”, ასევე მოამზადეს აფიშა და გააკეთეს პრეზენტაციები.
ასევე ყველა მოსწავლემ მოიტანა კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, კლასში ერთმანეთს უამბეს მათთვის საყვარელი მოთხრობები. მე-3 დამრიგებელი ნანა ასტამაძე გახლავთ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ