სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავით აღმაშენებელი – მეფე, რომელმაც სინათლედ აქცია საქართველო“ - ისტორიულ-შემეცნებითი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
13-02-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - თამილა ნადირაშვილისა და ლალი მეხრიშვილის, ასევე გეოგრაფიის მასწავლებლის - ნანა გახოკიძის და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგ ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით VII-XII კლასის მოსწავლეებმა გამართეს ისტორიულ-შემეცნებითი ღონისძიება - „დავით აღმაშენებელი – მეფე, რომელმაც სინათლედ აქცია საქართველო“.

მოსწავლეებმა შეისწავლეს და გააცოცხლეს დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი – მისი გამოწვევები, რეფორმები და ბრძოლები. ლექსებისა და ჩანახატების მხატვრული შესრულებით გაამდიდრეს დავითის ეპოქის სულიერი ატმოსფერო. წარმოთქვეს დავით აღმაშენებლისადმი მიწერილი წერილები, რომლებიც თავად შექმნეს. წარმოადგინეს კედლის გაზეთები და პოსტერები, მორთული დავითის პორტრეტებით. პედაგოგმა ნანა გახოკიძემ თავის სადამრიგებლო კლასთან  ერთად პრეზენტაციით წარადგინა გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობა, როგორც დავითის მრჩევლისა და აღმზრდელის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და სკოლის საზოგადოება, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შრომა.

დასასრულს, პედაგოგმა თამილა ნადირაშვილმა შეაჯამა დავითის ეპოქის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისთვის. სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა მომავალ აქტივობებში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება