| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - ფატი ამირიძის ინიციატივით, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ.
მოსწავლეებმა განიხილეს დავით აღმაშენებლის ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენები, მისი გამოწვევები, რეფორმები და ბრძოლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდგორის ბრძოლის სტრატეგიულ ანალიზს, რომელიც სქემატურად წარმოადგინეს.
პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ისტორიული პერსონაჟების გაცოცხლება – მოსწავლეებმა მოირგეს დავით აღმაშენებლის, მისი შვილებისა და შვილიშვილების როლები და შეაფასეს მათი მეფობის პერიოდი.
ღონისძიების ბოლოს, ფატი ამირიძემ შეაჯამა დავითის ეპოქის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას აქტიური მონაწილეობისთვის.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღნიშნება. წელს მეფეთ მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ