სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
13-02-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად?როდის?“ ცოდნის, ლოგიკური მსჯელობისა და გუნდური მუშაობის საუკეთესო კომბინაციაა წარმატებისთვის. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში  ჩატარებული შიდასასკოლო ტური, რომელიც შემოდგომა-ზამთრის სეზონის ფარგლებში გაიმართა, გამორჩეული ინიციატივა აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. 

თამაშის ორგანიზატორი, პედაგოგი გუგა ბენდელიანი, შეუდარებელი ენერგიითა და მონდომებით ჩაერთო პროცესში, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და დინამიკური გახადა შეჯიბრი.

ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინტელექტუალური თამაშების უნივერსალურ ხასიათს. თითოეულმა გუნდმა გამოავლინა მახვილგონიერება, ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური კავშირების დანახვის უნარი. ზოგიერთი შეკითხვა მოსწავლეებმა ინტუიციით ამოხსნეს, ზოგზე კი სიღრმისეული მსჯელობა დასჭირდათ.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობამ არა მხოლოდ ინტელექტუალური გამოცდილება შესძინა მათ, არამედ განუვითარა გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი და კრიტიკული აზროვნება. თამაშის მსვლელობისას იგრძნობოდა მოზარდების აღტაცება და მოტივაცია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასეთი ტიპის შეჯიბრებები განათლების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„სკოლაში ჩატარებული „რა? სად? როდის?“ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინტელექტუალური თამაშები საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ისინი არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას უწყობენ ხელს, არამედ მოსწავლეებს უვითარებენ მნიშვნელოვან უნარებს, რაც მათ მომავალში  აუცილებლად გამოადგებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლაში მსგავსი ტურნირები სისტემატურად ჩატარდება და უფრო მეტ მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი ინტელექტუალური პოტენციალი.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება