| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.
ექსკურსიას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა; ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ამავე პერიოდის უახლესი ტექნოლოგიები: ქარის ძრავა (1910 წ.), სარეცხი მანქანა (ბერლინი), კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვ., სხვადასხვა ენებზე გამოცემული ნ. ნიკოლაძის წიგნები და პერიოდიკა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნოთ ნიკო ნიკოლაძე, როგოც საზოგადო მოღვაწე და ერის კაცი.
მოსწავლეები სახლ-მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ