სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღრელის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
12-02-2025
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

შესაბამისად, ღრელის საჯარო სკოლის l, lV, VII კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშნვნას დიდი სიხარულით შეუერთდნენ. წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო არაერთი აქტივობა, მათ შორის მოსწავლეებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს და ისაუბრეს რატომ უნდა წაიკითხონ წიგნები. უფროსკლასელებმა შეარჩიეს საინტერესო წიგნები და წაუკითხეს პირველკლასელებს, პატარებმაც წაიკითხეს საყვარელი წიგნები, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

ღონისძიება ჩატარდა დაწყებითი კლასის მასწავლებლის - მანანა ზაზაძისა და ქართული ენის მასწავლებლის - მართა ნებაძის ხელმძღვანელობით.

„აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება