სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობები ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში
12-02-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

შესაბამისად, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო. 

კვირეულის ფარგლებში პატარა ბეჯითმა ll-lll კლასელებმა „დიდი იაკობის“ მოთხრობების კრებული წიგნად აკინძეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.

მკითხველთა კლუბში კი მოეწყო წიგნის კითხვის დღე. მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა და სხვებსაც მოუწოდეს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება