სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიეძღვნა 
12-02-2025
-
+


ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლო ღონისძიებას სკოლაში კვირეული მიეძღვნა.

მოსწავლეებმა საყვარელი სტუმარს მაკა პავლიაშვილს უმასპინძლეს და მასთან ერთად ბევრი ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე. ბავშვებმა წაიკითხეს მათი საყვარელი ზღაპრები და მოთხრობები. წარმოადგინეს  საინტერესო პრეზენტაციები, დაიგეგმა მომავალი შეხვედრის ადგილი და დრო. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიუძღვნეს საინტერესო აქტივობა 1-ელიგ კლასის მოსწავლეებმა. მშობელთა ჩართულობით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი საყვარელი წიგნები, პერსონაჟები, ზღაპრები. აქტივობას მასწავლებელი ნინელი მდინარაძე ხელმძღვანელობდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დიდი სიხარულით აღნიშნა მე-3გ კლასმა, პედაგოგ თამარ ვაშალომიძის ხელმძღვანელობით. მე-3 კლასელებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და კითვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა მე-2ბ კლასი, (მასწავლებელი ლია სიმონიშვილი), მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქაში იმოგზაურეს. ვაჩე ფოცხიშვილმა, მეგობრებს მოუყვა, საამაყო და გმირი მეფის მოკლე ბიოგრაფია. ინტერესით დაათვალერეს 3D ფორმატში გაცოცხლებული დიდგორის ბრძოლა, წაიკითხეს მეფის ცხოვრების ეპიზოდები, ერთობლივად დაგეგმეს გელათის მონახულება.

მსოფლიო გზავნილს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა III ბ კლასი.  მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებლის ჩართულობით, კლასში ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები და შეხედულებები. ისაუბრეს წაკითხულის შესახებ. მოსწავლეებმა  ასევე დაწერეს თუ რომელი ნაწარმოები მოეწონათ ყველაზე მეტად.

წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაემთხვა ა.ბელიაშვილის მოთხრობის - „დაკარგული წიგნის“ შესწავლა-დამუშავებას, რის შემდეგ მოსწავლეებმა საყვარელი წიგნების პრეზენტაცია გამართეს. 

5 თებერვალს კი მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენა და ლიტერატურა. დამრ. ირინა კოსტავა) დაიწყეს შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ საბავშვო ვერსიის კითხვა. ინტერესი დიდი იყო და გაგრძელების სურვილიც.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება