| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
როგორც ყველასათვის ცნობილია, 8 თებერვალს, საქართველოში დავითობა აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს სადმელის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
პრეზენტაცია თემაზე - დავით IV აღმაშენებელი, წარმოადგინეს მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე კერესელიძემ, ანი რატიანმა, მარიამ მამფორიამ, ბარბარე ჯოხაძემ, მარიამ გორგასლიძემ და ისტორიის მასწავლებელმა კახაბერ პაპუაშვილმა.
ბავშვებმა ისაუბრეს ამ დიდებული მეფის ღვაწლზე და გაიხსენეს ის რეფორმები, რომელიც დავითმა გაატარა ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის.
მოსწავლეებმა დიდი მეფის ღვაწლს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი როლი საქართველოს ისტორიაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ