სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების სივრცეში, კინოს ისტორიაზე ლექცია მოისმინეს 
12-02-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები თანამედროვე ხელოვნების სივრცეს სტუმრობდნენ.

სოციალური საწარმო „კუბი კონტექსტში“ სივრცეა, სადაც იდეები ცოცხლდება, ცოდნა იზრდება და გამოცდილება ახალ ფორმებს იღებს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან – ნინო ბიბილურთან, ირინე კვანჭიანთან და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, ირმა კვანჭიანთან ერთად, დაესწრნენ  შემეცნებით ლექციას კინოს ისტორიაზე.

ლექციაზე პასუხი გაეცა კიხვას როგორ დაიბადა კინო?

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს კითხვა, რომელიც თითქოს მარტივი ჩანს, სინამდვილეში ბევრ უცნობ დეტალს მალავს. ლექციის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ იმ ექსპერიმენტებს, რომლებმაც სტატიკური ფოტოები მოძრაობაში მოიყვანეს, და აღმოაჩინეს, როგორ დაიბადა კინო, რომელსაც დღეს დიდი ინტერესით ვუყურებთ.

  • ძმები ლუმიერები – პირველმა „ოპერატორებმა“, რომლებმაც სამყარო მოძრავ კადრებში გამოიხატეს;
  • ჟორჟ მელიესი – ადამიანი-ორკესტრი, კინოს მაგიის ფუძემდებელი;
  •  ეადვერდ მაიბრიჯი – პიონერი, რომელმაც ფოტოები „გააცოცხლა“.

ლექციას თან ახლდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სადაც მოსწავლეებმა ამ ისტორიული ფიგურების ნამუშევრები იხილეს. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი ფილმების ნახვა, ანიმაციები და ის გასაოცარი ექსპერიმენტები, რომლებმაც კინემატოგრაფის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

 კინო – უდიდესი სათამაშო კაცობრიობის ხელში - ლექციის მსვლელობისას VII კლასელებმა არა მხოლოდ მოისმინეს საინტერესო ფაქტები, არამედ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ შეძლეს, განესაზღვრათ კინოს სხვადასხვა ჟანრი, გაეაზრებინათ მისი განვითარების ეტაპები იყო შთაბეჭდილებები ემოციურად გაეზიარებინათ, რადგან კინო უბრალო გასართობი არ არის – ხელოვნებაა, რომელიც დროის, კულტურისა და ტექნოლოგიის სინთეზით იქმნება.

„ასეთი შეხვედრები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნას ახალ პერსპექტივაში შეხედონ, გაიგონ, საიდან იწყება ის, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, და, რაც მთავარია, მოტივაცია მიიღონ ახალი აღმოჩენებისთვის. „კუბი კონტექსტში“ – ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება