სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ მსოფლიო გზავნილს  - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
11-02-2025
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ისინიც გაერთიანდნენ საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. 

როგორც საბაზო ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, ლიტერატურა წაიკითხეს და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

უფროსკლასელებმა ქართული მწერლობის საუკეთესო მოთხრობები გაახსენეს პატარებს და ესაუბრნენ ტექსტების მთავარ სათქმელზე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება