| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეებმა გაიზიარეს გზავნილი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ და წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისი დღე აღნიშნეს. მე-3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ფ.ცაკაშვილი) ამ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ესტუმრენ სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი წიგნები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. შემდეგ კლასში გადაინაცვლეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე დისკუსია გამართეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის სურვილის გაღვივება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ