| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ამ საერთაშორისო ინიციატივას მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ.
სკოლის ბიბლიოთეკაში, ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგებისა და ბიბლიოთეკარის ორგანიზებითა და მოსწავლეების მონაწილეობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა მოეწყო.
საინტერესო აქტივობებში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და წიგნის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც თებერვლის პირველ კვირას აღინიშნება. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე დაარსდა 2010 წელს ორგანიზაციის, litword-ის მიერ, რომლის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ამ დღის გზავნილია - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ