| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და კითხვის კულტურას ასწავლიან, ეს ყველაფერი კი ბავშვების ინტერესებზე აისახება.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მე-3 კლასელებმა საბავშვო წიგნის - „კუდამელა ბოგის თავგადასავალის“ ავტორი მარიამ ჯამდელიანი გაიცნეს. გაიმართა ონლაინ შეხვედრა.
„დაუვიწყარი დღე გამოვიდა ჩვენი პატარა მკითხველებისთვის, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მარიამ ჯამდელიანს წიგნის ავტორს, კლასის ხელმძღვანელს - თინათინ დიასამიძეს, მშობლებს და მოსწავლეებს. შეხვედრა საინტერესო და ინტერაქციული იყო, მოსწავლეებმა ისაუბრეს ავტორთან შთაბეჭდილებებზე, დასვეს კითხვები და მოისმინეს ავტორის საინტერესო პასუხები წიგნთან დაკავშირებით, როგორც ავტორი ამბობს მშობლიურისა და უცხოს სიყვარული, საკუთარი თავისა და სურვილების აღმოჩენა, თავგადასავლების წყურვილი, ახალი ურიერთობებისკენ სწრაფვა, სამყაროს წესრიგისა თუ ქაოსის შემჩნევა, პირველად მიღებული მარტივი და რთული გადაწყვეტილებები, ერთგულებისა და სიყვარულის გამომჟღავნების სხვადასხვა ფორმა - ეს ის თემებია, რაც ამ პატარა, გულწრფელ და მდიდარი ლექსიკით დაწერილ წიგნში გვხვდება, რაც ყველა ბავშვსა თუ ზრდასრულს ააღელვებს და ისევ და ისევ შეგვახსენებს, რა არის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან წიგნის ავტორს ბავშვებისთვის დაუვიწყარი და შთაბეჭდილელებით აღსავსე დღის ჩუქებისთვის.
სკოლაში ახარეთ პედაგოგ თინათინ დიასამიძის აქტიურობა და საინტერესო ინიციატივისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა თიკო მასწავლებელო, რომ აყვარებ პატარებს კითხვას და ხელს უწყობ მათ სწორად გაიაზრონ წაკითხული“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ