სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო რესურსები შექმნეს
07-02-2025
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს მიმართავენ. ამჯერად, სასწავლო რესურსების შექმნაში პედაგოგმა - ფიქრია ხუჯაძემ თავად მოსწავლეები ჩართო, რაც თემის უკეთ გასააზრებლად მეტად ეფექტური აღმოჩნდა. 

სასწავლო რესურსები სკოლის V და  V კლასის მოსწავლეებმა, საგანის „ჩვენი საქართველო“ (პედაგოგი- ფიქრია ხუჯაძე) შესწავლისას შექმნეს.

როგორც პედაგოგი გევეუბნება, დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით აქტუალურია რესურსებით მდიდარი სახალისო გაკვეთილები, მოტივაციაც უფრო მაღალია, მასალაც ადვილად აღქმადი ხდება და ჩართულობაც უფრო დიდია.

თემის დასრულების შემდეგ (სამეგრელო) ერთი გაკვეთილი V კლასში რესურსის შექმნას დაეთმო. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში. პლასტელინისგან გაკვეთილზე დაამზადეს „კოლხური თეთრის“ ასლები.

მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ დავალებას, ძერწავდნენ, ხატავდნენ. ადარებდნენ ორიგინალ ვერსიას.  ყველა მონეტა ლამაზი და საინტერესო გამოვიდა. ორიგინალურს ყველაზე მეტად მიახლოებული ასლები შექმნეს მ. გაჩეჩილაძემ, ს. ცერცვაძემ, ბ. სირაძემ. 

V კლასის მოსწავლე ბ. მუმლაძემ შექმნა არგონავტების ხომალდის „არგოს“ მაკეტი, თ. ლაბაძემ მეგრული ფაცხის მაკეტი დაამზადა. ორივე მაკეტი საინტერესო და ლამაზი გამოვიდა.

„თემის შემაჯამებელ გაკვეთილზე (სამეგრელო) გამოვიყენე მათი შექმნილი რესურსი თვალსაჩინოების სახით. სხვა მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი თითონაც ჩაერთონ აქტივობაში და შექმნან სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოება განვათავსეთ სკოლაში არსებულ „რესურსების მუზეუმში“, რათა მისი გამოყენება შეძლოს სხვა პედაგოგმა ან კლასმა საჭიროებისამებრ“,- აღნიშნავს პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე და აქტივობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება