სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნის ძალით ვცვლით სამყაროს“-კულტურის, განათლების და ემოციების გაზიარების ზეიმი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
07-02-2025
-
+


„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა წელსაც შეუერთდა საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას და წიგნების სიყვარულის ზეიმი გაიმართა თითოეულ კლასში.

5 თებერვალი განსაკუთრებული დღეა ყველა წიგნის მოყვარულისთვის. ეს არის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. წელსაც, საქართველო შეუერთდა ამ ტრადიციას, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა ჟანრის წიგნებს კითხულობდნენ და ერთმანეთს აზრებსა და ემოციებს უზიარებდნენ.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! – 5 თებერვალს, სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - სოფი გორგილაძის გაკვეთილებზე.

ერთად კითხვის ძალამ საინტერესო კოლაბორაციები გამართა საკლასო ოთახში:

  • მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის ტექსტები ხმამაღლა წაიკითხეს;
  • მწერლების ტექსტებსა და მათ მნიშვნელობაზე იმსჯელეს;
  • ერთმანეთს თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კითხვა ემოციებით იყო სავსე.

ერთ-ერთმა მოსწავლემ ისეთი შთამბეჭდავი ეპიზოდი წაიკითხა, რომ კლასში სიჩუმე ჩამოვარდა – ყველა ერთდროულად ელოდა გაგრძელებას.

ერთი, მეორეს, გაკვირვებული თვალებით უყურებდა, თითქოს პირველად იგებდა, რომ წიგნებს ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო.

სევდიანი ნაწარმოების კითხვისას მოსწავლეებს თვალები აუწყლიანდათ, ხოლო მხიარული ეპიზოდების დროს გულწრფელი სიცილი ისმოდა.

ბოლოს კი, როცა ერთ-ერთი მოსწავლე საკუთარ საყვარელ წიგნს უზიარებდა სხვებს, მისი თვალები აღფრთოვანებით ბრწყინავდა– სწორედ ასეთია ლიტერატურის ძალა!

„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა. ხმამაღლა კითხვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექსტების ერთმანეთისთვის გაზიარება – ეს იძლევა შესაძლებლობას, კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და ლიტერატურული სამყაროს სილამაზის შეგრძნების.

ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება არ არის. მისი მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, ბავშვებისთვის კითხვის ჩვევის განვითარება და წახალისება, რომ ხშირად იკითხონ წიგნები. ეს დღე კულტურის, განათლებისა და ემოციების გაზიარების ზეიმია, რომელიც ყველას გვახსენებს, თუ როგორ შეუძლია წიგნებს, შეცვალონ ჩვენი აზროვნება და სამყარო. წიგნების ძალით – ვცვლით სამყაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება