| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იმართება არაერთი აქტივობა, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების საწინდარია, წახალისებულია მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
„იცოდით რომ ფერებითა და ნახატებით ემოციების გამოხატვა მარტივია?“ - იკითხა პედაგოგმა მოსწავლეებთან და შესთავაზა საინტერესო აქტივობა, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
„მე და საზოგადოების“ სწავლების ფარგლებში ჩატარებული აქტივობა - „გამოხატე ფერებით“ მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი, რომელიც განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს.
პირველ რიგში მოსწავლეები შეთანხმდნენ რომელია ჯადოსნური სიტყვები და თითოეულს თავისი ფერი შეუსაბამეს.
„და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, ჯადოსნურ სიტყვებს დიდი ძალა აქვთ“,- შეახსენა მოსწავლეებს მათი კრეატიულობით გაახარებულმა მასწავლებელმა და ბავშვებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შეჰპირდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ