სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
06-02-2025
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ძირკვაძის ხელმძღვანელობით წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- მოსწავლეები სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებები წაიკითხეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს. 

„ეს ინიციატივა კიდევ ერთი შეხსენებაა საზოგადოებისთვის რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ! როგორც წინაპართაგან მოგვდგამს „ამ განძს თუ არ მოუარე ისე ვერ იქართველებ!“ მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი! მადლობა თითოეულ მოსწავლეს ჩართულობისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო ძირკვაძე. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად 5 თებერვალს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება