| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.
გუნდის წევრებმა, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა (ქეთევან ბუზალაძე, ნათია ჯაღიაშვილი, მარიამ მანველიშვილი, ქეთევან აივაზაშვილი, ნიკა დუდაური, მარიამ მოსიაშვილი და ლაშა შუშანაშვილი), ბილოგიის პედაგოგ მარინე ღადალაშვილთან ერთად, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარეს ინტერაქტიული სწავლება.
ტრენინგების თემები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: წითელი ნუსხა, გარემოს დაცვა, გარემოს დაბინძურების მნიშვნელობა, საუკეთესო სკოლა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა და მისი მნიშვნელობა.
მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინეს სასარგებლო ინფორმაცია, არამედ თავადაც ჩაერთნენ აქტივობებში. მათ შექმნეს თემატური ნახატები, წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და იდეები.
დისკუსიების დროს მათ გამოხატეს საკუთარი აზრი და გააზიარეს ის შეხედულებები, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
როგორც სკოლაში აღნნიშნავენ, აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ასევე გუნდურ მუშაობას.
„ტრენინგების პროცესმა კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეების ცნობიერება და მოტივაცია, რათა ისინი მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო ინიციატივებში“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ