სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყუმურის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო თეატრის მსახიობებმა ერთმანეთსა და მასწავლებელს ქართული თეატრის დღე ორიგინალურად მიულოცეს
06-02-2025
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ეს რომ ნამდვილად ასეა, წარმოაჩენენენ ყუმურის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო თეატრის მსახიობი, რომელთაც 14 იანვარს ქართული თეატრის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ერთმანეთსა და პედაგოგ ქეთევან ადეიშვილს ქართული თეატრის დღე მიულოცეს. 

„ასე მივულოცეთ მე და ჩემი პატარა თეატრის მსახიობებმა ერთმანეთს ქართული თეატრის დღე... მადლობა ჩემი თეატრის უერთგულეს მეგობრებს-ქალბატონ ნაილი ადეიშვილს, ქალბატონ ნატო კრემეზნაიას, ქალბატონ ნანა შველიძეს, ქალბატონ ირმა ცხვარაძეს, ქალბატონ ხათუნა აფციაურს, ქალბატონ ნატო სოფრომაძეს, ქალბატონ თეონა ადეიშვილს, ქალბატონ ნონა გიორგაძეს, ქალბატონ მზია ადეიშვილს, ქალბატონ ლელა გელაშვილს ქალბატონ ნინი ადეიშვილს....მადლობა ბატონებს...ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს, ბატონ ბეჟან წაქაძეს, ბატონ რუსლან ჯულაყიძეს, ბატონ ელგუჯა ადეიშვილს და ყველას, ვინც კი ოდნავ მაინც წამოგვიკრა ხელი შემოქმედებითი არსებობისათვის...მარადიული მოგონება იყოს ჩემი პატარა თეატრის მეგობრის - ბატონი ბეჟან ხურციძის, რომელიც ჩვენთვის საოცრებებს აკეთებდა თავისი წრფელი გულით... მადლობა თაობებს, რომლებმაც დღემდე მოიტანა სოფლად პატარა თეატრის დიდი და საინტერესო ისტორია... მადლობა, ჩემი თეატრის ოპერატორს სერგო ჭაფოძეს, რომელიც მიუხედავად თავისი გადატვირთული გრაფიკისა ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება...

მადლობა, მშობლებს თავისი შვილების გვერდით დგომისათვის... მადლობა, ბავშვებს ამდენი სიყვარულისთვის... მიყვარხართ და მეამაყებით“,- აღნიშნავს პედაგოგი ქეთევან ადეიშვილი და თეატრის გულშემატკივრებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. 

აღსანიშნავია, რომ ქართული თეატრის დღეს საფუძველი ჩაეყარა 1850 წლის 14 იანვარს, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება