TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიხმობს ხანძთა და შატბერდი – ჩვენი ტაო-კლარჯეთი“ -  სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხუთი საგნის ინტეგრირებული პროექტი
06-02-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

სკოლაში VII, VIII და X კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამილა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს ინტეგრირებული სასწავლო პროექტი - წინაპართა ნაკვალევზე - „გვიხმობს ხანძთა და შატბერდი – ჩვენი ტაო-კლარჯეთი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ითვალისწინებდა გეოგრაფიის, ისტორიის, ხელოვნების, მუსიკისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რაც დაეხმარა მოსწავლეებს ტაო-კლარჯეთის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის სიღრმისეულად შესწავლაში.

პროექტის მიზანი იყო ისტორიული და კულტურული ცნობიერების ამაღლება – ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობის გაცნობიერება ქართულ კულტურასა და განათლებაში. საერთაშორისო კვლევითი უნარების განვითარება – ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებზე მუშაობა. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების გაღრმავება – ტექსტების, ისტორიული დოკუმენტებისა და რუკების ანალიზი. შემოქმედებითი უნარების განვითარება – კედლის გაზეთის, პოსტერების, ბუკლეტების, პრეზენტაციებისა და მუსიკალური ნომრების შექმნა. გუნდური მუშაობისა და ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება – ჯგუფური კვლევები, პრეზენტაციები და ციფრული რესურსების გამოყენება.

მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი – ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე – ელენე გრიგორიადისი, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეები და მათი მშობლები.

პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს: კედლის გაზეთი, პოსტერები და ბუკლეტები ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ძეგლებზე, პრეზენტაციები და კვლევითი ნაშრომები ტაო-კლარჯეთის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობაზე, მუსიკალური ნომრები – შეასრულეს შუა საუკუნეების საგალობლები და ქართული სიმღერები.

პროექტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა – ლალი მეხრიშვილმა და ისტორიის მასწავლებელმა – ფრიდონ საკანელაშვილმა დადებითად შეაფასეს. მათ აღნიშნეს, რომ ტაო-კლარჯეთის ისტორიის შესწავლამ მოსწავლეებში გააღვიძა ისტორიული პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შეგრძნება.

დირექტორის მოადგილემ - ელენე გრიგორიადისმა გამოხატა კმაყოფილება და აღნიშნა, რომ ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

გეოგრაფიის მასწავლებელმა – ნანა გახოკიძემ დეტალურად გააცნო დამსწრეებს ტაო-კლარჯეთის რელიეფური მდებარეობა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

საბოლოოდ, სკოლის დირექტორმა – ეკატერინე ჩიტაურმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა მსგავსი ინიციატივების განხორციელებაში.

სამომავლო გეგმების შესახებ გააჟღერეს ღონისძიების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა.

იგეგმება:

  • ისტორიული ექსპედიციების ორგანიზება – მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის უკეთ შესწავლის მიზნით ვირტუალური თუ რეალური ექსკურსიების ჩატარება;
  • პროექტის გაგრძელება სხვა კლასებში – პროექტი გაფართოვდება სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის, რათა ქართული კულტურის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდეს;
  • ტექნოლოგიების უფრო აქტიური გამოყენება – მოსწავლეები შექმნიან ვებგვერდსა და ციფრულ რუკას ტაო-კლარჯეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე;
  • მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობები – იგეგმება ლიტერატურული კონკურსები, პრეზენტაციები და მხატვრული ნამუშევრების გამოფენა.

„ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების გაერთიანება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი ინიციატივები ძირითადად ემსახურება ეროვნული იდენტობის, კვლევითი უნარების და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას მოსწავლეებში. გილოცავთ, პროექტის წარმატებულ განხორციელებას და ვუსურვებთ მომავალ საგანმანათლებლო პროექტებში დიდ წარმატებას!“, -აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება