სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს
05-02-2025
-
+


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურენ. 

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისა და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეიყვარინ და იკითხონ წიგნები. იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება