სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
05-02-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, წიგნის კითხვის კულტურას ასწავლიან და ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ.

შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნინიშნა. 

მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით შეარჩიეს ლიტერატურა, საყვარელი ავტორები და მხატვრულად წაიკითხეს მათთვის საინტერესო და საყვარელი მონაკვეთები. 

ღინისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელდინო იობაშვილმა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება