სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სანავარდოს საჯარო სკოლაში, უცხოური ენების კათედრის ინიციატივით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
05-02-2025
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით სწავლობენ. 

ახლახან, უცხოური ენების კათედრის მასწავლებლებმა ჩაატარეს საერთო სასკოლო ღონისძიება, რომელშიც თითქმის ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება ძალიან სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეებმა წამოთქვეს ლექსები, იმღერეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ასევე საინტერესოდ იყო წარმოდგენილი სპექტაკლები: „წითელქუდა“ (რუსულ ენაზე), „განძზე ნადირობა“ და სახალისო სკეჩი - „დაკარგული რვეულის საიდუმლო“ (ინგლისურ ენაზე).

ცხადია, ლექსების, სიმღერების, პიესების, სცენარების წარმოდგენა უცხოურ ენებზე მრავალმხრივ სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ის ხელს უწყობს როგორც ენობრივი უნარების განვითარებას, ასევე ავითარებს სწორი გამოთქმის უნარს, სწორ ინტონაციას, კომუნიკაციის უნარებს, როგორიცაა - ჯგუფური მუშაობის, საჯაროდ გამოსვლის უნარი, მოსწავლეებში ხდება კულტურული ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, სწავლა იქცევა მეტად სახალისო და საინტერესოდ, რაც ზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

„ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ასევე მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობასა და კოლეგიალობას“,- დასძენენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება