სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა „საშობაო სიმღერის“ ინსცენირება დადგა 
04-02-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

„არაფორმალური განათლება პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ დღეს არაფორმალური განათლება უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების ეფექტური ინსტრუმენტი. მისი მოქნილობა და მრავალფეროვნება შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებსა და მოზარდებს, მიიღონ ცოდნა პრაქტიკული, ინტერაქტიული და შემოქმედებითი გზებით. 

25 იანვარს, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა - Beam With Books წარმატებით წარმოადგინა ჩარლზ დიკენსის ცნობილი ნაწარმოების - „საშობაო სიმღერის“ ინსცენირება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები, რაც პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა.

„ლიტერატურა არის სარკე, რომელიც ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს, საზოგადოებრივ პროცესებსა და ცხოვრების მრავალფეროვნებას. ის ეხმარება ადამიანს, ჩასწვდეს სხვის ემოციებს, ფიქრებსა და გამოცდილებებს. რომანები, პოეზია და დრამატურგია ქმნიან კავშირს მკითხველსა და ავტორს შორის, რითაც იზრდება ემპათიისა და თვითგააზრების უნარი. „საშობაო სიმღერა“ არის ნაწარმოები, რომელიც გვასწავლის ჰუმანურობის, თანადგომისა და სიყვარულის მნიშვნელობას. მისი მთავარი სათქმელია: სინანული, გულკეთილობა და ცვლილებების უნარი ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, რამდენად ცივი და დაუნდობელი ჩანს ადამიანი“,- აღნიშნავენ სკოლაში ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას. 

კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კლუბის პრეზიდენტი მარიამ ჭურაძე, სასწავლო ცენტრის New Challenge-ის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის წარმომადგენლი სალი შალიკაშვილი მოსწავლეებთან ერთად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება