სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენი ფრთები წიგნებია“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
04-02-2025
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

დღეს, ქუთაისის N38 სკოლის VIბ კლასში ჩატარდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „შენი ფრთები წიგნებია“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ე.კიკვაძე და მ.კიკვაძე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო წიგნისადმი ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და კითხვის პოპულარიზაცია.

დილიდანვე სკოლაში საზეიმო განწყობა შეიქმნა. მოსწავლეებმა გაავრცელეს მათ მიერ შედგენილი ბროშურები,ემბლემები, გააკეთეს სტენდი, წიგნისადმი მიძღვნილი სურათებისა და საკუთარი ნახატების გამოფენა-პრეზენტაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მშობლებიც და მასწავლებლებიც. მათ, ბავშვებთან ერთად, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები სხვადასხვა მოთხრობიდან, შეასრულეს სიმღერა, წარმოთქვეს ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები წიგნის, ლიტერატურისა და კითხვის მნიშვნელობაზე, ასევე ხმამაღლა წაიკითხეს რეზო ჭეიშვილის მოთხრობა - „სურათებიანი წიგნი“, რომელიც გვაჩვენებს წიგნის ძალას, წიგნს, სილამაზეს, სიკეთეს შეუძლია ძალადობისა და აგრესიის დამარცხება. 

მეექვსეკლასელებმა და პედაგოგმა ე.კიკვაძემ საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები და სურათი-ილუსტრაცია.

ღონისძიება შეაჯამეს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ს.პაქსძემ და პედაგოგებმა: ზ.მგელაძემ და ლ.მილორავამ. დასასრულს ღონისძიების მონაწილეებმა ცაში გაუშვეს ფერადი ბუშტები და ფრანი გზავნილით - „იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო!“.

„ყველამ ერთად გაიზიარა წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება