სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის №32 სკოლის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძე გეიმიფიცირებულ პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
04-02-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან, დიდი შემართებით მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, სკოლის  მე-10გ კლასის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძე სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ მიერ შემუშავებულ გეიმიფიცირებულ პროგრამაში - „სამოქალაქო განათლების ჩემპიონები“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მე-10 კლასელისთვის წარმატებით დასრულდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში - „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამაზე“ გამოცხადებული ლიდერ მოსწავლეთა კონკურსი. ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძემ გაიმარჯვა კონკურსში და შექმნა სამოქალაქო განათლების კლუბი - „მუდმივი მოძრაობა“.

სამი თვის განმავლობაში როგორც კლუბის ლიდერი ხელმძღვანელობდა გუნდს, გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა აქტივობას. იწვევდა სტუმრებს, ატარებდა ვორქშოპებს უფლებების თემაზე, მედიაწიგნიერებაზე და ა.შ.

საზეიმო ცერემონიალზე კი მას მადლობის სიგელი გადაეცა.

სკოლაში ანასტასიას გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ანასტასის წარმატებულ ლიდერობას და დაჯილდოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი მაია დვალი გახლავთ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კი ნანა მარღანია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება