სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს 
04-02-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „სხივი“, რომლის წევრებით აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჩართულნი არიან - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში“ და კონკურსის ფარგლებში ეკოაქტივობებს ახორციელებენ.

ახლახან, კლუბ „სხივის“ წევრები, სასწავლო  ვიზიტით იმყოფებოდნენ სამაცივრე მეურნეობაში.

მოსწავლეები სამაცივრე მეურნეობის მუშაობის პრინციპსა და მის მნიშვნელობას გაეცნენ და შეიტყვეს, რომ სამაცივრე მეურნეობა თანამედროვე სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის შენახვას შესაბამის პირობებში. ეს ითვალისწინებს პროდუქციის ხანგრძლივ შენახვას, რათა მან არ დაკარგოს ხარისხი და თვისებები. ამ პროცესში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც დამოკიდებულია ნაყოფის ტიპსა და თვისებებზე. ზოგადად, შენახვის პროცესში მთავარია ტემპერატურის კონტროლი, ჰაერის ნაკადი და ვენტილაცია. ტემპერატურა დამოკიდებულია ხილის და ბოსტნეულის სახეობაზე. ზოგიერთი ხილი უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცივ სამაცივრო კამერებში. ასევე მნიშვნელოვანია აირების მართვა. მაცივრებში გამოიყენება კონტროლირებადი ატმოსფერო, რათა შეამცირონ ეთილენის გაზი, რომელიც გავლენას ახდენს ხილის დამწიფებაზე. ბოსტნეულის შენახვა ხდება სპეციალურ ცივ კამერებში, სადაც ჰაერის ტენიანობა კონტროლდება, რადგან ზოგი ბოსტნეული ითხოვს ტენიან პირობებს. თუ ამ მეთოდების სწორად  დაცვა ხდება, შესაძლებელია ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის შენარჩუნება და მათი ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება. ნედლეულის სწორი შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დახვეწა ხელს შეუწყობს, მოსავლის აღების შემდგომ დანაკარგების საგრძნობლად შემცირებას, რაც აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა ინტერაქტიული და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და ფერმერისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები.

„მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მოსწავლეებს და მოამზადებს მომავალში მსგავსი საქმიანობისთვის“,- დასძენენ სკოლაში და სასწავლო ვიზიტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება