სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, ეკოაქტივობებს აქტიურად ახორციელებენ
03-02-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ამჟამად, ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში“ და გარემოსდაცვით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ.

სკოლის კლუბის „სხივის“ წევრებმა გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, მორიგი აქტივობა გამართეს.

მოსწავლეები, კლუბის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სატბორე მეურნეობაში, რომელიც FAO შემოთავაზებულ კონკურსს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წლევანდელი დავალებას ეხებოდა.

მოსწავლეებმა ფერმერისგან მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ სატბორე მეურნეობა, როგორც მეთევზეობის ერთ-ერთი ქვედარგი, სულ უფრო უკავშირდება სოფლის მეურნეობას, როგორც მისი შემადგენლობის ნაწილი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სატბორე მეურნეობები მოიცავს 500 ჰექტრამდე ფართობს. ამ სფეროში დაკავებულია 30-მდე ფერმერი. ლაგოდეხის კლიმატური და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მტკნარი წყლის მეთევზეობა ძირითადად ორ ზონად იყოფა: მთისა და ბარის. მეურნეობებში ძირითადად გამოიზრდება: კობრი, ჩვეულებრივი და ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური და სხვა. ასეთ მეურნეობებში თევზების მოვლა-პატრონობა ხდება სპეციალურად მოწყობილ აუზებში სადაც ქმნიან პირობებს მათი წარმატებული ზრდისა და გამრავლებისთვის. თევზის მეურნეობა მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს: თევზების გამრავლება - ამისთვის გამოიყენება სპეციალური გასამრავლებელი პირობები, რათა შეწყვიტონ თევზები და დააკმაყოფილონ მათი სასიცოცხლო მოთხოვნები. კონტროლი - იმაზე, თუ როგორ იზრდება თევზი, გავლენას ახდენს წყლის ტემპერატურა, კვება, ავადმყოფობების პრევენცია და სხვა. მზარდი თევზის რეალიზაცია კი არის - თევზი, როდესაც იზრდება და მზადაა, გადადის გაყიდვის ან გადამამუშავებელ საწარმოში.

მოსწავლეებისთვის ვიზიტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება