სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 სკოლის მე-8 კლასელებისთვის კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა 
03-02-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივებით ანებივრებენ. 

ახლახან, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - იადონა ზედგინიძემ მე-8 კლასში ჩაატარა კალიგრაფიის კონკურსი.

მასწავლებლის თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების ეპოქაში მოსწავლეები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ კალიგრაფიას.

„ჩემი მიზანია, დავაინტერესო მოსწავლეები წერის დახვეწილი კულტურით, ლამაზად წერის მცდელობა მოსწავლეს უვითარებს სხვადასხვა უნარს - კერძოდ ნებისყოფას, მოწესრიგებულობას და ა. შ“,-გვეუბნება პედაგოგი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკონკურსო დავალებას.

ნამუშევრები შეამოწმეს სკოლის დირექტორმა - ნათია კაპანაძემ და მოადგილემ - ნატო ვანაძემ.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - ანრი ხარაბაძემ დაიმსახურა, მეორე ადგილზე - არჩილ მარკოიძეზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მზია ჭელიძემ დაიკავა. 

სკოლაში მადლობას უხდიან იადონა ზედგინიძეს საინტერესო ღონისძიებისთვის და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება