| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.
ახლახან, სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „ქი ქონსალთინგის“ ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში.
საკონფერენციო თემა იყო - „სოციალური მედიის გავლენა თაობებზე.
კონფერენციაზე მომხსენებლებად წარდგნენ - საბა პატარიძე, ანა კურტანიძე და თამარ ფხაკაძე.
მოსწავლეები ღონისძიებაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს.
VIIIა კლასის მოსწავლეთა პედაგოგი მარიამ რობაქიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ