სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge-ს ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს - გაეცანით პროექტის მონაწილეთა შეფასებებს
02-02-2025
-
+


ამ წუთებში,  „ეტალონის“ ინოვაციური პროექტი izrune.ge-ს ღონისძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები გადაეცემათ, მათ კი, ვინც 2024 წელს ყველა ტესტი შეასრულა, „ეტალონის ბიბლიოთეკა“ სპეციალური წიგნით დაასაჩუქრებს „სტუდენტური პროექტის“ კითხვების კრებულით, ეს საჩუქარი გადაეცემათ ასევე Izrune.ge-ს სპეციალურ აქციაში ჩართულ მოსწავლეებსაც.

დაჯილდოების ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

როგორ აფასებენ izrune.ge-ს - მოსწავლეები და მათი მშობლები, რას აძლევს პატარა იზრუნელებს პროექტი და რა მოსწონთ ყველაზე მეტად - გთავაზობთ, კომენტარებს ღონისძიებიდან:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია გელაძე izrune.ge-ში 2019 წლიდან აქტიურად არის ჩართული და როგორც თავად გვეუბნება პროექტში ჩართვა მისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, ვინაიდან ყველა საგანში იღებს განსხვავებულ ინფორმაციას, ხშირად იმაზე ადრე სწავლობს გარკვეულ საკითხებს ვიდრე სკოლაში ისწავლის. ეს ყველაფერი კი სკოლაში სწავლასაც უმარტივებს.

„15 წლის ვარ და 2019 წლიდან ჩართული ვარ პროექტში და პირველ რიგში ძალიან მომწონს, ის რომ კითხვები არის ყველა საგნიდან. ტესტების გავლა და განსხვავებული ინფორმაციების მიღება მიადვილებს სწავლის პროცესს. გარდა ცოდნისა პროექტმა სხვა უნარ-ჩვევებიც შემძინა. მაგალითად მასწავლა სწრაფად აზროვნება, გამომიმუშავა მოკლე დროში ეფექტური გადაწყვეტილების უნარი.

ვფიქრობ, ფორმატი რომელიც „იზრუნეს“ აქვს ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, თუნდაც ის დაფასება, გამორჩევა და თითოეული აქტიური მონაწილის გამოყოფა, ძალიან მნიშვნელოვანია და დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ძალიან ველოდებოდი ღონისძიებას და მიხარია რომ დღეს აქ ვარ. პროექტში ჩართვის დღიდან მოყოლებული ყველა ღონისძიებას ვესწრები და ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ ამხელა ყურადღებას აქცევენ თითოეულ მონაწილეს“, - გვითხრა ხატიამ.

„ჩემი სამივე შვილი ჩართულია izrune,ge - ს პროექტში. ელენე უკვე სამი წელია, ანდრია ორი, იოანე კი წელს შევიდა სკოლაში და სექტემბრიდან ისიც აქტიურად არის ჩართული. უმცროსებს პროექტში ჩართვის სურვილი ელენემ გაუჩინა მისი მიბაძვით დაიწყეს. ძალიან მოგვეწონა „გაიცანი საქართველო“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ყველა კუთხე დაწვრილებით შეისწავლეს და გაუჩნდათ უფრო მეტის სწავლის სურვილი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხდება ბავშვების წახალისება მათი ნიჭიერების დაფასება, ეს ბავშვებს დამატებით მოტივაციას აძლევს და ახვედრებს რომ სწავლა მნიშვნელოვანია“, - გვეუბნება თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეების, ელენე ანდრია და იოანე ბენდიანიშვილების დედა.

თელავის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ლიზა ბერიაშვილი გვეუბნება, რომ izrune.ge-ს დახმარებით ბევრი ახალი მეგობარი შეიძინა,  მისივე თქმით, „პროექტმა ბევრი ისეთ რამ მასწავლა რაც სკოლაში არ მისწავლია, ამიტომ მინდა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსაც და ჩემი განათლების პირად მენეჯერს, ელენეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“. როგორც ლიზას დედა, გვეუბნება „ყოველი კვირის ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება მისი შვილი. დაიწყო უფრო მეტი კითხვის დასმა გაუჩნდა მეტი ინტერესი სხვადასხვა საკითხის მიმართ და ძალიან მიხარია.მიხარია ისიც რომ პროექტი მუდმივად ცდილობს მოტივაცია მისცეს ჩემს შვილს და შეაქოს და დააჯილდოოს იმისთვის რომ კარგად სწავლობს. ამის დასტურია ეს ღონისძიებაც, რომელსაც მოუთმენლად ველოდით“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების მონაცემთა რეპორტის ნახვის ინსტრუქცია და დეტალები - დირექტორებისა და პედაგოგების საყურადღებოდ

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში მორიგი ცვლილებები შედის - დეტალებზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ

ვისთვის არის პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი და რა დოკუმენტებია საჭირო

სკოლის ფორმების ფასზე მინისტრმა ისაუბრა - ვინ მიიღებს უფასოდ და რა პირობით - განმარტებები

განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც მეორე სამსახურში დასაქმების შეზღუდვა ეხსნებათ

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში

ფოთის N7 საჯარო სკოლაში „ქართული ენის დღის კვირეული“ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობით დაიწყო

მეჩხეთურის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის გასახსენებლად ემოციური ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება