სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პიგმალიონის ეფექტი: რატომ არის მნიშვნელოვანი პედაგოგისთვის კარგი შედეგის მოლოდინი ჰქონდეს
02-02-2025
-
+


კვლევით დასტურდება, რომ მასწავლებლის მოლოდინი სასწავლო პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და რომ პედაგოგის ფსიქოლოგიურ განწყობას მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება შეუძლია.

1965 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა რობერტ როზენტალმა და ლენორა იაკობსონმა სან-ფრანცისკოში მოსწავლეებთან ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც სასწავლო პროცესზე ფსიქოლოგიური განწყობის გავლენა დაადასტურა. მკვლევარებმა ტესტირება ჩაატარეს, რომელთა შედეგებით სამი ჯგუფი გამოყვეს, რომლებიც უფრო ნიჭიერები აღმოჩნდნენ და თანაკლასელებზე ​ მაღალი IQ-ს ​დონე ჰქონდათ. სინამდვილეში კი, ექსპერიმენტის პირობებით, ბავშვები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აირჩიეს. მაგრამ მათი მასწავლებლებისთვის ეს არ უთქვამთ, გამოაცხადეს, რომ ისინი განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე, გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვები იყვნენ.

მასწავლებლებზე დაკვირვებისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მასწავლებლები ამ მოსწავლეების მიმართ უფრო მეტ ყურადღებას იჩენდნენ, უზრუნველყოფდნენ მათთვის მეტ თავისუფლებას, ცდილობდნენ შთაგონებას და გაკვეთილების შემდეგ მათთან მეტ დროს ატარებდნენ. როდესაც მოსწავლეებს მასალის ათვისებისას პრობლემები შეექმნათ, მასწავლებელი მიიჩნევდა, რომ პრობლება არა მოსწავლეში, არამედ სწავლის მეთოდში მდგომარეობდა. წლის ბოლოს ტესტირების შედეგებმა წინა წელთან შედარებით აკადემიურ მოსწრებაში ნახტომი აჩვენა. შემდგომში აღნიშნულ ფენომენს მკვლევარებმა პიგმალიონის ეფექტი უწოდეს.

იგი აჩვენებს, რომ ჰოპოთეზის რწმენის ან ინფორმაციის სანდოობის შემთხვევაში ადამიანი გაუცნობიერებლად მოქმედებს ისე, რომ მოსალოდნელი შედეგები მიიღოს და ამით ჰოპოთეზას ამტკიცებს. აღნიშნული ეფექტი ფსიქოლოგიაში თვითქმნად წინასწარმეტყველებას მიეკუთვნება.

როგორც ექსპერიმენტი აჩვენებს, თუ პედაგოგი მოსწავლისგან კარგ შედეგებს ელოდება, ამას აკადემიური მოსწრების ამაღლება შეუძლია. აღნიშნული ფენომენი მასწავლებლისა და მოსწავლის სწორი ურთიერთქმედების შედეგია, რომელიც ნაყოფიერ საგანმანათლებლო პროცესს უზრუნველყოფს. კარგი შედეგების მოლოდინისას მასწავლებელთა ქცევა იცვლება, ისინი ხდებიან უფრო მეგობრულნი და მოსწავლეებთან ურთიერთობისას მეტად მომთმენნი, ცდილობენ შთაგონებას, იყენებენ სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს. ასეთ მიდგომას შეუძლია მოსწავლეებს მასწავლებლისადმი კეთილგანწყობა შეუქმნას და საკუთარ თავზე პოზიტიური სურათი ჩამოუყალიბოს. მაღალი შედეგების მოლოდინი ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა, რომელსაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება