სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი გაბელია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სერტიფიკატით დაჯილდოვდა 
30-01-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და პედაგოგთა მხარდაჭერით, დიდი შემართებით მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

ახლახან, უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი გაბელია, ჰოლოკოსტოს მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე მადლობის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

27 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა და ისრაელის საელჩომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.

ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა. კონკურსი წელს პირველად, ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა. მასში 250-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა მთელი საქართველოდან. მათ შორის იყო უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი გაბელიაც. 

სკოლის დირექტორი ლორინა ჩხეტია მოსწავლეს წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება