სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ 
30-01-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. დირექცია და პედაგოგები მათ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა სამოქალაქო განათლების გაკვეთილები. 

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო განათლებისც პედაგოგმა - ჯუბა თომაძემ თემაზე - „პოლიტიკა და პოლიტიკური კულტურა: რა არის და რას ეხება პოლიტიკა?“ ჩაატარა ინფორმაციული შეხვედრა, მოსწავლეებთან, რომელიც, შეეხებოდა პოლიტიკის მნიშვნელობას, ძირითად კონცეფციებსა და პოლიტიკურ კულტურას.

შეხვედრაზე მოსწავლეებს განემარტათ შემდეგი საკითხები:

1. პოლიტიკის არსის გაგება – რა არის პოლიტიკა, როგორია მისი როლი საზოგადოებაში და როგორ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას;

2. პოლიტიკური კულტურის მნიშვნელობა – როგორ განისაზღვრება პოლიტიკური კულტურა, რა ფაქტორები აყალიბებს მას და როგორ მოქმედებს დემოკრატიულ პროცესებზე;

3. თუ როგორ შეუძლიათ, როგორც მოქალაქეებს, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე;

4. პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის წახალისება – როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში, როგორ მუშაობს პოლიტიკური სისტემა და რა უფლებები და მოვალეობები აქვთ.

ამგვარი შეხვედრები და საუბრები მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთესად გაიგონ პოლიტიკისა და დემოკრატიის მექანიზმები. გაუმარტივდებათ საარჩევნო პროცესების, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მათი გავლენის გააზრება.განუვითარდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩართულობის სურვილი. დაეხმარება კრიტიკულად შეაფასონ პოლიტიკური მოვლენები და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მოამზადებს მათ, მომავალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება