სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
29-01-2025
-
+


ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის აღსანიშნავია, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის? “. თამაში, რომელიც აერთიანებს ზოგადი ცოდნის, ლოგიკისა და დედუქციური მსჯელობის ელემენტებს. ამ აქტივობაში აქტიურად ჩაერთნენ X-XI-XII კლასების მოსწავლეები.

თამაში წარმართა ზაალ ხონელიძემ (ქუთაისის ინტელექტუალური გუნდის მოაზროვნე).

მოსწავლეებმა უპასუხეს სტუმრების დასმულ შეკითხვებს. საინტერესო იყო ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის კითხვა, ასევე, ქუთაისის ხონელიძის კლინიკის მეან–გინეკოლოგი, სამეანო ექოსკოპისტ ლერი მოსელიანის ვიდეოშეკითხვები. 

მოსწავლეებმა იმსჯელეს სკოლის დირექტორის- რუსუდან კარკაძის და სასწავლო–აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის - ჯულიეტა საღარეიშვილის შეკითხვებზე. 

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. გამოვლინდა გამარჯვებულიც. 

გამარჯვებულ, საუკეთესო მოაზროვნე გუნდს - „აისბერგი“ (ხელმძღვანელი ნანა ბარდაველიძე; მიხეილ გოგსაძე – გუნდის კაპიტანი, წევრები: მარიამ ესებუა, ანი ტყაბლაძე, ნიკოლოზ ჭუმბურიძე, ლიზი ჩირგაძე, თეონა მეგენეიშვილი) გადაეცა სპეციალური პრიზი, თამაშის ყველა მონაწილეს კი–სიგელები.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის. 

„სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, ბატონებს ზაალ ხონელიძესა და ლერი მოსელიანს თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება