| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის N1 სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია.
ამჯერად სკოლაში, მოსწავლეების - ლუკა აბაშიძის, იაგო აბაშიძისა და ნატა ლორიას სპორტულ წარმაყებას აღნიშნავენ.
21-22 დეკემბერს ქალაქ კასპში გაიმართა ღია პირველობა სპორტულ კარატეში, სადაც 350 მონაწილეს შორის ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან 16 კარატისტი მონაწილეობდა.
ლანჩხუთელებმა შესძლეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მოპოვება. პრიზიორებს შორის არიან ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მე-3 კლასელმა ლუკა აბაშიძემ 8-9 წლიან ასაკობრივ ჯგუფში ოქროს მედალი დაიმსახურა, მისმა უფროსმა ძმამ მე-6 კლასელმა იაგო აბაშიძემ (10-11 წლიანები) ბრინჯაო. მე-8 კლასელმა ნატა ლორიამ (12-13 წლიანები) კი ბრინჯაო.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, გამარჯვებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს წარმატებულ ასპარეზობას!“- აღნიშნავენ სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ