სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლ ნაზი შამანაურის ხსოვნას პატივი მიაგეს
28-01-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბი, რომლის წევრებიც ჩვენი ქვეყნის წარსულს სწავლობენ და იკვლევენ.

ახლახან, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრებმა ქალაქ დუშეთში პატივი მიაგეს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლის, ახალგაზრდა ჟურნალისტის - ნაზი შამანაურის ხსოვნას.

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ნაზის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავი აკურთხა.

საქართველოს ისტორიის პედაგოგმა, იოსებ აფაქიძემ მოსწავლეებს მოუთხრო ნაზი შამანაურის ხანმოკლე ცხოვრების, დევნისა და რეპრესიების შესახებ და მოსწავლეებს ურჩია წაიკითხონ ნაზი შამანაურის წერილების მიხედვით გამოცემული წიგნი - „ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“, რომელიც მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მალულად დაწერა და საავადმყოფოს ერთ ერთი კეთილშობილი თანამშრომლის მეშვეობით გამოუგზავნა ქართველ დისიდენტებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება