სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სისაური სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
27-01-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სკოლის მოსწავლე მარიამ სისაური სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლე, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ლეპტოპი 30 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელს განათლების მიღება.

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ნუგზარ პაპიაშვილს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ მაკა ჯანაშვილს – ჩვენი წარჩინებული მოსწავლის, მარიამ სისაურის წახალისებისთვის და პორტაბელური კომპიუტერის გადაცემისთვის. ამ ინიციატივამ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების მხარდაჭერას, დიდი მოტივაცია მისცა ჩვენს მოსწავლეებს. ვულოცავთ მარიამს და ყველა წარჩინებულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას! ვუსურვებთ მათ განათლების სფეროში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება