სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მასწავლებელი - რუსუდან ნუცუბიძე ინდოეთში, მსოფლიოს საგანმანათლებლო ლიდერთა სამიტს დაესწრო
27-01-2025
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9-14 იანვარს ამავე სკოლის მასწავლებელი, რუსუდან ნუცუბიძე ინდოეთში, მსოფლიოს საგანმანათლებლო ლიდერთა სამიტზე იმყოფებოდა. ის AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd, გლობალური განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.

წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში ჯამში 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობდა და გაიმარჯვა მხოლოდ 10 ქვეყნის 50-მა მასწავლებელმა.

რუსუდან ნუცუბიძე, როგორც ამ ვიზიტის ფარგლებში EdTrips მიერ ორგანიზებული საგანამათლებლო ტურის აქტიური მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო ლიდერებთან ერთად, სტუმრობდა სკოლებს: Meerut City Public School და Holy public scool .

„საერთაშორისო დონეზე გამოცდილების გაზიარება, პანელური დისკუსიებში ჩართულობა, ახალი კონტაქტები, კონფერენცია და ბევრი სხვა აქტივობა პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი სკოლის პედაგოგისთვის, რომელსაც სამომავლოდ სკოლის აღიარებისა და უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნისთვის დანერგავს. კვლავაც წარმატებები ქალბატონ რუსუდანს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება