სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლაითურის საჯარო სკოლის გუნდი -„მზის შვილები“ მასშტაბური ინტელექტუალური კონკურსის ნახევარფინალისტია 
24-01-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში დიდი შემართებით მონაწილეობენ და წარმატებაც სახეზეა. 

სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალური ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან. 

22 იანვარს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა ინტელექტუალური ჩემპიონატი ეკოლოგიასა და სატყეო განათლებაზე, გურიის მხარის სკოლების მოსწავლეებისათვის, სადაც დაბა ლაითურის საჯარო სკოლის გუნდმა -„მზის შვილები“, 22 გუნდს შორის წარმატებით იასპარეზა,15 ქულიდან 12 დააგროვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

გუნდში ირიცხებიან გაიცანით საუკეთესო შვიდეული: გუნდის კაპიტანი-გიორგი დუმბაძე, ალექსანდრე დოლიძე, ლუკა მიქელაძე, დავით სურმანიძე, ზაურიკო თოლორდავა, გურანდა ართმელაძე და ნინი ჯაფარიძე. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ბავშვებს შემდეგ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ. 

„არის, ნახევარფინალში ვართ! ყოჩაღ ბავშვებო, არ მოდუნდეთ, წინ რთული „ბრძოლა“ გელით!“- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება