სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა შემთხვევაში არ იწერება „რომ“ კავშირის წინ მძიმე?
09-02-2025
-
+


„რომ“ კავშირი ბევრისთვის ერთგვარი თავისტკივილია, რადგან ვერ გაურკვევიათ, ზუსტად სად დასვან მძიმე - წინ თუ შემდეგ, ან საერთოდ დასვან თუ არა. 

პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ „რომ“ არის კავშირი - დამხმარე მეტყველების ნაწილი, რომელიც წინადადების ორ წევრს ან ორ წინადადებას აერთებს. მასსავით კავშირებია: და, მაგრამ, რათა, თუ და ა.შ. 

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე. 

უნდა გახსოვდეთ, რომ თუ „რომ“ კავშირის წინ ზმნაა, მძიმე აუცილებლად დაისმის. მაგალითად, შემდეგ შემთხვევებში მძიმე აუცილებელია: 

იმიტომ წავედი, რომ საჭირო იყო;

ძალიან მინდოდა, რომ ტკბილეული მეჭამა.

გრამატიკული წესის მიხედვით, „რომ“ კავშირის წინ მძიმე მაშინ დაისმის, როცა ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას. ისე...რომ, ისეთი...რომ - მისათითებელ-საკავშირებელი სიტყვებია. ასეთ შემთხვევაში მძიმე „რომ'“ კავშირთან დაისმის.

მაგალითად:

ისე დავიღალე, რომ აღარაფერი მინდა;

ისეთი მძიმე ტვირთი მქონდა, რომ უცნობები დამეხმარნენ.

განვიხილოთ შემთხვევებიც, როდესაც მძიმე არ დაისმის. „რომ“ კავშირთან მძიმე არ იწერება, თუ დამოკიდებული წინადადება მთავარი წინადადების შუაშია მოქცეული. „რომ“ (აგრეთვე სხვა) კავშირის წინ მძიმე არ იწერება, თუ ის არ იწყებს მომდევნო წინადადებას. 

ბებიამ, სახლში რომ წავედი, ძალიან გაიკვირვა;

კატამ რომ გაიღვიძა, რძე დალია.

ზოგადად, კავშირიანი რთულ წინადადებებში მძიმის დასმის წესები შემდეგია: 

კავშირიან რთულ წინადადებაში შემავალი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ მათ არ აერთებს და კავშირი;

მძიმე იწერება სხვა კავშირების წინაც, როცა ისინი იწყებენ მომდევნო წინადადებას;

თუ ერთი მარტივი წინადადება მეორე მარტივ წინადადებაშია მოქცეული, მაშინ ის ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება